Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოლაფ შოლცმა “გამჭვირვალობის კანონპროექტზე” გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის

მარშალ პრესი 13/04/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა “გამჭვირვალობის კანონპროექტის” დეტალური განხილვის მზაობა დააფიქსირა, ხოლო შოლცმა ის უსაფუძვლო გზავნილები გააჟღერა, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებია, ევროპიდან ისმის.

“კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით თქვა, რომ გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება და საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება გერმანიის მთავრობის მეთაურის მხრიდან ნათქვამს “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევაზე, მან გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი, რაც პრემიერმა კობახიძემ დააფიქსირა – საქართველოს ხელისუფლება მზადაა დეტალურად განიხილოს ხსენებული კანონპროექტი ყველა პარტნიორთან; მინიმალურ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში. მგონი, უნდა შეიგნონ პრაგმატულად მოაზროვნეებმა, განსაკუთრებით დასავლეთში, რომ თუნდაც ცხარე, მაგრამ დეტალური, კონსტრუქციული დისკუსიებისას გამოჩნდება სიმართლე.” – წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული მკვეთრი მესიჯები გასაგები უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპულ გზაზე და გამჭვირვალობაც სწორედ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია
Next: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია სებ-ის მიერ რეზერვებში ოქროს დამატებაზე არის სამარცხვინო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025