Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული მკვეთრი მესიჯები გასაგები უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპულ გზაზე და გამჭვირვალობაც სწორედ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია

მარშალ პრესი 13/04/2024
dimitri khundadze

„ოპოზიციისთვის მიუღებელია ის გამბედაობა და პოლიტიკური სითამამე, რაც ჩვენმა პრემიერმა გამოავლინა გერმანიაში ვიზიტისას – ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება „გამჭვირვალობის კანონის” შესახებ, თითქოსდა სავალდებულო წესით ნათქვამს ჰგავდა“, – ასე გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტს სოციალურ ქსელში. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ შესახებ „სავალდებულო წესით ნათქვამს ჰგავდა.“

ხუნდაძის შეფასებით, საქართველო მყარად დგას ევროპულ გზაზე.

„ოპოზიციისთვის მიუღებელია ის გამბედაობა და პოლიტიკური სითამამე, რაც ჩვენმა პრემიერმა გამოავლინა გერმანიაში ვიზიტისას. ქართული ოპოზიცია მხოლოდ მონურ მორჩილებას არის შეჩვეული და შეუძლებელია გაიგონ, რა არის ეროვნული ღირსება. ირაკლი კობახიძემ გერმანიიდან ყველას აჩვენა თავისუფლების და თვითმყოფადობის მაღალი ხარისხი და ამით ოპონენტები კიდევ უფრო შოკში ჩააგდო.

ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება „გამჭვირვალობის კანონის” შესახებ, თითქოსდა სავალდებულო წესით ნათქვამს ჰგავდა. თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ამავე კანონზე ოპოზიციონერი ჟურნალისტის მხრიდან დასმულ განმეორებით კითხვას მან პასუხი არ გასცა. რაც შეეხება თარჯიმნის მიერ არასწორ თარგმანს, ყველანი ველით განმარტებას, თუ რატომ მოხდა ეს? რატომ გამოიყენა თარჯიმანმა ის ტერმინები, რაც არ უთქვამს გერმანიის კანცლერს, მაგალითად, „აგენტების კანონი?” დღეს საერთაშორისო პრესა აჭრელებულია სწორედ ამ ტერმინით. რაც შეეხება საქართველო-გერმანიას შორის პარტნიორობას, ვაფასებთ ამ მეგობრობას და ველით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უკვე, როგორც ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული მკვეთრი მესიჯები გასაგები უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპულ გზაზე და გამჭვირვალობაც სწორედ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ჩვენ ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ იმ კანონდამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ ფულს ხარჯავენ ქვეყნისათვის დამანგრეველ პოლიტიკაში
Next: ოლაფ შოლცმა “გამჭვირვალობის კანონპროექტზე” გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025