Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს – გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის მიმართ, თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას

მარშალ პრესი 12/04/2024
09

გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით. თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და გერმანია მჭიდრო პარტნიორები არიან.

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით. თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. გერმანია საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს ტრანსფორმაციაში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების გზაზე და ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში და ძალიან გვახარებს მომავალი თანამშრომლობა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა
Next: თარჯიმანმა გააყალბა კონკრეტული წინადადება – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.