Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა

მარშალ პრესი 12/04/2024
161

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს.

აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: გერმანიის პრეზიდენტის ოფისი – გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ – მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა
Next: ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს – გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის მიმართ, თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.