Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ რუსეთმა მოიწონა და ახლა ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს კანონი რუსულია თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ელჩს კანონთან დაკავშირებით სხვა არგუმენტები არ აქვს

მარშალ პრესი 12/04/2024
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის ელჩის კომენტარის – გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი არ არის იმიტომ, რომ მძიმე მუხლებს არ შეიცავს – პასუხად აპირებს კანონში ცვლილებების შეტანის და დამძიმების ინიციირებით გამოვიდეს.

მისივე თქმით, თუ პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ შეიცავს მძიმე მუხლებს, ეს გამოსწორებადია და კანონს დაემატება ისეთი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

„როცა ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ რუსეთმა მოიწონა და ახლა ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს კანონი რუსულია თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ელჩს კანონთან დაკავშირებით სხვა არგუმენტები არ აქვს. გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იმ დონეზე დაეცა, რომ მთავარია ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების მოწონება – არ მოწონება და დანარჩენ შინაარს მნიშვნელობა არ აქვს. არ მესმის, რად გვინდა მაშინ პარლამენტი და 150 დეპუტატი? ვაკეთოთ ის, რასაც ელჩები გვეტყვიან. ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი არ არის, რადგან ამერიკული კანონი ბევრად მძიმეაო. კი ბატონო, თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა, მე თავად ვიქნები ინიციატორი, რომ კანონპროექტში შევიდეს ცვლილებები და მძიმე მუხლები დაემატოს – კანონი შეეხოს ფიზიკურ პირებს, ჩაემატოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაწილი და სხვა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო
Next: დარწმუნებული ვარ, გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.