Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო

მარშალ პრესი 12/04/2024
olaf sholci

გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს.

„გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს. აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ეს არა მარტო მთავრობის სურვილი გახლავთ, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ პროცესის დაჩქარება საქართველოს სრული უმრავლესობის მოქალაქეების სურვილია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში პრობლემებზეც ვლაპარაკობთ. ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. კანონს მიმართ აგენტების შესახებ.

მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ ის არარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.

ამიტომ, ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – განაცხადა შოლცმა.

Post navigation

Previous: გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება – ოლაფ შოლცი
Next: როცა ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ რუსეთმა მოიწონა და ახლა ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს კანონი რუსულია თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ელჩს კანონთან დაკავშირებით სხვა არგუმენტები არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.