Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

მარშალ პრესი 12/04/2024
104

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლების პარალელურად, პროექტი კერძო სკოლებშიც წარმატებით მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრები და სერჟანტები ქალაქ ბათუმში სკოლას „ევრო 2000“ ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. 

თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

Post navigation

Previous: განა არ შეგვეძლო, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვეყვანა, ან ვეტერანებისთვის გვეთხოვა და დაეფიქსირებინათ აზრი, რომ არ არის ეს კანონი რუსული და მისაღებია – ამას ხომ არ ვკადრულობთ?!
Next: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იქნება საქართველოსადმი გერმანიის მხარდაჭერის გაძლიერების და განმტკიცების შესაძლებლობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.