Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განა არ შეგვეძლო, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვეყვანა, ან ვეტერანებისთვის გვეთხოვა და დაეფიქსირებინათ აზრი, რომ არ არის ეს კანონი რუსული და მისაღებია – ამას ხომ არ ვკადრულობთ?!

მარშალ პრესი 12/04/2024
mikheil kavelashvili

„განა არ შეგვეძლო, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვეყვანა, ან ვეტერანებისთვის გვეთხოვა და დაეფიქსირებინათ აზრი, რომ არ არის ეს კანონი რუსული და მისაღებია. ხომ შეგვეძლო ამის გაკეთება?! ამას ხომ არ ვკადრულობთ?!“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი შეფასებით, იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხოტბას ასხამენ ფეხბურთელებს, სურთ, რომ სპორტსმენებს „რამე წამოაცდენინონ.“

„ხომ დავინახეთ რა მოხდა 26 მარტს?! – დავინახეთ რა ძალა აქვს ამ სპორტს და სპორტს საერთოდ. ჩვენ მიდგომა არასდროს შეგვიცვლია. განა არ შეგვეძლო ჩვენ, ან ლევანს [ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს] არ შეუძლია, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვეყვანა, ან ვეტერანებისთვის გვეთხოვა და დაეფიქსირებინათ აზრი, რომ არ არის ეს კანონი რუსული და მისაღებია. ხომ შეგვეძლო ამის გაკეთება?! არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რესურსი, და ავტორიტეტი?! ამას ხომ არ ვკადრულობთ?! – არ ვკადრულობთ, რადგან ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვიცით იმის ფასი, რა უნდა გააკეთოს პროფესიონალმა. გაიხსენეთ ეს ადამიანები, ვინც დღეს ხოტბას ასხამენ [ფეხბურთელებს], ერთი სული აქვთ რამე წამოაცდენინონ ამ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს. გაიხსენეთ თორნიკე შენგელია რა დღეში ჩააგდეს? იგივე ხვიჩა კვარაცხელია…“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: კრებსითმა დოიაშვილებმა, ჭოლებმა, სუხიშვილებმა, ფეტვიაშვილებმა და ქათამაძეებმა ზუსტად იციან მოქმედი ხელისუფლების დემოკრატიული ბუნება და ხასიათი
Next: სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.