Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიესაჯა

მარშალ პრესი 12/04/2024
lazare grigoriadisi

თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ დღეს გამოაცხადა.

ოჯახს თავიდანვე ჰქონდა მოლოდინი, რომ მას პატიმრობა მიუსჯიდნენ, შესაბამისად, ერთადერთი იმედი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის შეწყალების თხოვნითაც აპირებენ მიმართვას.

მიღებულ გადაწყვეტილებაზე ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა მისმა მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელმაც მოსამართლე ზვიად შარაძეს მიმართა:

“ზვიად შარაძე, გპირდები. საკუთარი ხელით გაიძრობ ხერხემალს მაგ ბინძური ტრ…დან”- წერს ბექა გრიგორიადისი.

Post navigation

Previous: საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩართულია სერიოზული ძალები – გიგლა ბარამიძე
Next: კრებსითმა დოიაშვილებმა, ჭოლებმა, სუხიშვილებმა, ფეტვიაშვილებმა და ქათამაძეებმა ზუსტად იციან მოქმედი ხელისუფლების დემოკრატიული ბუნება და ხასიათი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.