Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩართულია სერიოზული ძალები – გიგლა ბარამიძე

მარშალ პრესი 12/04/2024
gigla baramidze

ევროპული ინსტიტუცია დგას გამჭვირვალობაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ამას ეწინააღმდეგება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია – საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება ევროპული გზა არ არის?!, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩართულია სერიოზული ძალები, რომელთა ინტერესია არასამთავრობო ორგანიზაციების ფონზე ჩამოაყალიბონ რეზიდენტულ აგენტურული სისტემა იმისთვის, რომ ქვეყნის ინსტიტუტები მართონ ისე, როგორც მათ სურთ, მიაღებინონ ისეთი კანონი, როგორიც მათ სურთ.

ევროპული ინსტიტუცია დგას გამჭვირვალობაზე, ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და სწორედ ამას ეწინააღმდეგება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ამბობენ, რომ არიან სამოქალაქო საზოგადოება – თუ სამოქალაქო საზოგადოება ხარ, თქვენ ანგარიშვალდებული ხართ მოქალაქეებისადმი და თქვენ მათ ყველაფერს უმალავთ – რატომ? იმიტომ რომ დასამალი ძალიან ბევრია. არის მილიონები, არის გახარჯული მილიონები, არის გაკეთებული საქმეები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით და რაც ვიცით, იმაზე ბევრი შეკითხვაა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ კონკრეტიკას გაექცნენ. საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება ევროპული გზა არ არის?!“, – აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

Post navigation

Previous: დავით დოიაშვილი სცენაზე გამოკუნტრუშდა და დასის სახელით ე.წ “რუსული კანონი” დაგმო (ვიდეო)
Next: ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიესაჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.