Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია

მარშალ პრესი 11/04/2024
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრ თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტებს ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მართალია, ბოლო პარტიულ რეიტინგებში არც თამარ ჩერგოლეიშვილი და არც გიგა ბოკერია არ იძებნება, მაგრამ, ჩერგოლეიშვილს მაინც სჯერა, რომ მათი პარტიის რეიტინგი იზრდება.

„დიდ მარხვაში, საკუთარ ცოდვილ ბუნებაში თავმოყვარეობის დამდაბლების ფარგლებში, ხანდახან თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტებსაც ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ წლებია დაბლოკილი ვყავარ. მისი ბოლო პუბლიკაციიდან ჩვენ ვიგებთ, რომ: ოცნების სარეიტინგო ლიდერობას ცნობს, უბრალოდ, პროცენტი გაბერილი ეჩვენება; ოპოზიციას „აჟიტირებული ბაბლის საზარელ რეალობას” უწოდებს; ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია; სანამ ოპოზიცია ვერ მიხვდება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქართველებს აღარ უნდათ „ბელადი” და უმცირესობების უფლებები არ ილახება – ეს „რეჟიმი” დარჩება; „რეჟიმს” დავამარცხებთო მხოლოდ მე და გიგა, თუმცა არ ვიცი – მოვასწრებთ ამას 7 თვეში თუ არაო… მართალია, ბოლო პარტიულ რეიტინგებში არც თამარი და არც გიგა არ იძებნება, მაგრამ, ჩერგოლეიშვილის მიხედვით, მათი „ზრდა ქართველ ამომრჩეველზე წარმოდგენას ააყირავებს და მეტს დაარწმუნებს, რომ ქართველი ევროპელია და პოლიტიკის ხარისხსაც ევროპულს გახდის, იქამდე უდაბნოში ვიჩანჩალებთ და საფრთხის ქვეშ ვიქნებით…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხებათო, ახალი ინსინუაცია მოიფიქრეს უსამშობლოებმა, რომელთაც ლობიზმის განმარტებაც არ იციან – „დაგუგლეთ”, თქვე იმბეცილებო
Next: არ დაიჯეროთ და არ გააზიაროთ არაფერი ჩვენთან გადამოწმების გარეშე – თამარ ჯაყელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025