Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხებათო, ახალი ინსინუაცია მოიფიქრეს უსამშობლოებმა, რომელთაც ლობიზმის განმარტებაც არ იციან – „დაგუგლეთ”, თქვე იმბეცილებო

მარშალ პრესი 11/04/2024
zurab kadagidze

„რაც არ უნდა იჟონგლიოროთ, არაფერი გამოგივათ. გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული საზოგადოებისათვის, რათა ყველამ ვიცოდეთ, ვინ რას, რა ფასად და რა მიზნით ლობირებს!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე წერს. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ რადიკალებმა ახალი დეზინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხებათ, რაც სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა.

„ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხებათო – ახალი ინსინუაცია მოიფიქრეს უსამშობლოებმა, რომელთაც ლობიზმის განმარტებაც არ იციან. „დაგუგლეთ”, თქვე იმბეცილებო, რას ნიშნავს ლობიზმი და საკუთარი უნიათობის ხარისხს აღმოაჩენთ! აშშ-ში მოქმედი კანონი ეხება ლობისტებს, კერძო და იურიდიულ პირებსა და რელიგიურ ორგანიზაციებსაც კი, ვინც პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს ამერიკულ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ თქვენივე იდიოტურ ლოგიკასაც რომ გავყვეთ: 2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაასაჩივრა დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება, სასოფლო მიწების მორატორიუმის შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე – „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის იანვარში განიხილა და მალევე დააკმაყოფილა. ახლა კითხვები: არის თუ არა ეს ღია ლობიზმი? რა კავშირი ჰქონდა ბატონ მათიას ჰუტერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან”? მიიღო თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მათიას ჰუტერისგან კონკრეტული თანხა და თუ არა, მაშინ რა იყო მოტივი ამ ბატონის ბიზნეს ინტერესების ადვოკატირებაში? ამ კითხვებზე პასუხები გვეცოდინებოდა, რომ არსებობდეს კანონი გამჭვირვალობაზე! P.S. ასე რომ, რაც არ უნდა იჟონგლიოროთ, არაფერი გამოგივათ. გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული საზოგადოებისათვის, რათა ყველამ ვიცოდეთ, ვინ რას, რა ფასად და რა მიზნით ლობირებს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ოპოზიცია იყენებს საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ – სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია
Next: თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, ოპოზიცია ქართველ ადამიანს „პოსტ საბჭოთა, ზარმაც, მოძალადე ჩლუნგად ხედავს” და მისი საყრდენი – უსამშობლო არაქართველია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025