Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასეთი ორმაგი სტანდარტი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს

მარშალ პრესი 11/04/2024
eka sepashvili

„ევროპული ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან (რომელიც სხვათა შორის, პირველი პუნქტია 9 ნაბიჯიდან [ევრორეკომენდაციებიდან]) დასაცავად მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვიბრძოლოთ, ევროკავშირმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, როდესაც დასავლეთიდან საქართველოს ეუბნებიან, რომ მხოლოდ დასავლურ სახელმწიფოებს აქვთ საკუთარი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის უფლება, ხოლო საქართველოს – არა, ეს ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობებს აღივებს და შესაბამისად, ძალიან სახიფათოა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.

„ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა, როდესაც ევროკავშირის მხრიდან, ევროპარლამენტარები იქნებიან, თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირები, შეშფოთებას გამოთქვამენ იმ კანონთან დაკავშირებით, რომლის მსგავსს და კიდევ უფრო მკაცრს თავად განიხილავენ ევროპარლამენტში და რომლის შესახებაც ევროდირექტივა ევროკომისიამ უკვე მოიწონა. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან დიდ საფრთხედ მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.

თუ იქნება ასეთი ორმაგი სტანდარტი და ასეთ ნარატივები, რომ მე მაქვს უფლება, დავიცვა ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, ხოლო შენ ამის უფლება არ გაქვს – ასეთი ორმაგი სტანდარტები საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს და სრულიად დაუშვებელია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, რასაც საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს. ამდენად, ევროპული ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან (რომელიც სხვათა შორის, პირველი პუნქტია 9 ნაბიჯიდან [ევრორეკომენდაციებიდან]) დასაცავად მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვიბრძოლოთ, ევროკავშირმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები, რათა თავადვე დაიცვას საკუთარი ევროპული ღირებულება, რაზეც დგას ევროკავშირი. ამიტომ მსგავსი ტიპის გამონათქვამები, არ ვფიქრობ, რომ მათი ამომრჩევლის თვალში მათ რაიმე წონას მატებს. მოგეხსენებათ, ივნისში ევროპარლამენტში არჩევნები ტარდება და მათი პოლიტიკური კარიერისა და იმიჯისთვის მსგავსი ტიპის მიდგომა ნამდვილად არ არის სახარბიელო,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

Post navigation

Previous: თქვენ მართლა ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით? ახლა კიდე უფრო მჯერა, რომ გონზე არა ხართ იმ კანონშიც რა წერია
Next: ეს არარაობა ჩემზე, თქვენზე, ჩვენზე იძახის, რომ სისხლისღვრაზე ვართ წამსვლელები – დავით ქართველიშვილი ლევან ბერძენიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.