Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თქვენ მართლა ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით? ახლა კიდე უფრო მჯერა, რომ გონზე არა ხართ იმ კანონშიც რა წერია

მარშალ პრესი 11/04/2024
nino kvachantiradze

დღეს გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სრულიად არაპოლიტიკური სააღდგომო ხაჭოს პასკა გავაკეთე და ვთქვი, რომ ეს ბევრი წლის წინ(1992 წელს) მოსკოვში, პრეობრაჟენკას (ფერიცვალების) ეკლესიის დედამ მასწავლა თქო, აგერ ერთმა პატივცემულმა “სამშობლოს სიყვარულით დადაგულმა” დამამუნათა და გამილაწუნა – რას ჰქვია, მოსკოვი და პრეობრაჟენკა ახსენე, ეგ რუსული პროექტიაო, – წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კიდევ უფრო მეტად სჯერა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტში რა წერია, მისმა მოწინააღმდეგეებმა არ იციან. კვაჭანტირაძის თქმით, დროა, გამჭვირვალე იყოს, ვინ რისი გამკეთებელია და სინამდვილეში ვინ არის რუსეთის მეხოტბე.

“დღეს გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სრულიად არაპოლიტიკური სააღდგომო ხაჭოს პასკა გავაკეთე და ვთქვი, რომ ეს ბევრი წლის წინ(1992 წელს) მოსკოვში, პრეობრაჟენკას (ფერიცვალების) ეკლესიის დედამ მასწავლა თქო, აგერ ერთმა პატივცემულმა “სამშობლოსსიყვარულით დადაგულმა” დამამუნათა და გამილაწუნა- რას ჰქვია, მოსკოვი და პრეობრაჟენკა ახსენე, ეგ რუსული პროექტიაო,… უკაცრავად კი ვარ, მაგრამ იქნებ ამიხსნა, რა უბედურებაა ეს რუსული პროექტი, სად ვეძებო რუსული აგენტურა და ფესვები – “ქუხნაში” თასში თუ ხაჭოში… თქვენ მართლა ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით? ახლა კიდე უფრო მჯერა, რომ გონზე არა ხართ იმ კანონშიც რა წერია, თქვენ რომ რუსულს უძახით და კიდევ ერთი მთავარი, თუკი რამ კარგია, რაც ჩემს ქვეყანას წაადგება, გინდ რუსული იყოს, გინდ სპარსული, გინდ კამპუჩიური, დიახაც, გადმოვიწერ და გავიზიარებ. დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რისი გამკეთებლები ხართ და რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები, მანამდე არ ჭამოთ რუსული პროექტის ხაჭოს პასკა!!! არა რუსეთს, ბოროტებას. ოკუპაციას და არა ცრუპატრიოტებს!!!” – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

Post navigation

Previous: შარშან იმდენად სწრაფად მოხდა გამჭვირვალობის კანონპროექტის დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის დეტალები აგვეხსნა
Next: ასეთი ორმაგი სტანდარტი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.