18 მაისს, ტვ “პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას, რომელიც ვკითხულობთ:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ.
აღნიშნული მი-24 და იროკეზის ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა. შესაბამისად აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან.
თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმიურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო, ცრუ ინფორმაციების გავრცელებით არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა.”- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ტვ პირველზე ამ დრომდე იძებნება აღნიშნული ინფორმაცია, მეტიც, მათ თავდაცვის სამინისტროს განცხადება არც კი გამოუქვეყნებიათ.
ნიკა მელიამ, Facebook – ში, ერთი ვიდეოს რეკლამაში 8 000 დოლარი...