Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოსდა, ნიკა გვარამიას კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა

მარშალ პრესი 18/05/2022
ზვიად გუბელაძე

გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა, ნიკა გვარამიას კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას – ამის შესახებ მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, ნიკა გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილი პირადი სარგებლობისთვის შეარჩია. უფრო მეტიც, მან ავტომობილი ფიქტიურად გააფორმა მასთან დაკავშირებულ კომპანია „პროესკო მედიაზე“.

მისივე თქმით, დასახელებულ ავტომობილს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან არანაირი შეხება არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მისი ღირებულება „რუსთავი 2“-ში განთავსებული სარეკლამო დროის ღირებულებით იფარებოდა და აღნიშნულით კომპანიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი ადგებოდა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ვეთანხმებით და კანონით დადგენილ ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა, ნიკა გვარამიას კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომობილის სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. როგორც უკვე გითხარით, ნიკა გვარამიამ „პორშეს“ ცენტრში 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილი პირადი სარგებლობისთვის შეარჩია და უფრო მეტიც, მან ავტომობილი ფიქტიურად გააფორმა მასთან დაკავშირებულ კომპანია „პროესკო მედიაზე“. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დასახელებულ ავტომობილს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან არანაირი შეხება არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ მისი ღირებულება „რუსთავი 2“-ში განთავსებული სარეკლამო დროის ღირებულებით იფარებოდა და აღნიშნულით კომპანიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი ადგებოდა“ – აცხადებს ზვიად გუბელაძე.

Continue Reading

Previous: შევსებული კითხვარის მიღებიდან მალევე, ევროკომისიამ ევროკავშირში წარდგენილ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება დაიწყო
Next: ტვ “პირველი”-ს მორიგი მავნებლური ტყუილი, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025