Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაზეც დღევანდელი ახალგაზრდობა ოცნებობს, ეს არის – გამთლიანებული, ეროვნული და ევროპული საქართველო

მარშალ პრესი 09/04/2024
dimitri khundadze

„ეროვნული მოძრაობა ქვეყანას დასჭირდა იმიტომ, რომ თავი დაგვეხსნა საბჭოეთის მონობისაგან. და თუკი დღეს პარტნიორობის ნაცვლად მორჩილებას გვთავაზობენ რიგი სახელმწიფოები, მაშინ გამოდის, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

დიმიტრი ხუნდაძე 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას „ერის გზა“ არ ყოფილა მოჩვენებითი თავისუფლების, სიცრუისა და ფარისევლობის გზა.

„დღეს 9 აპრილია – საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ვიხსენებთ გარდაცვლილებს და მათთან ერთად ვიხსენებთ იმ მიზნებს, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ. 35 წლის წინ ქართველმა ხალხმა სისხლი დაღვარა არა იმისთვის, რომ დღეს კვლავ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის და დემოკრატიისთვის გვებრძოლა, არამედ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო რეალურად დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.

ზვიად გამსახურდიას „ერის გზა“ არ ყოფილა მოჩვენებითი თავისუფლების, სიცრუისა და ფარისევლობის გზა. ეროვნული მოძრაობა ქვეყანას დასჭირდა იმიტომ, რომ თავი დაგვეხსნა საბჭოეთის მონობისაგან. და თუკი დღეს პარტნიორობის ნაცვლად მორჩილებას გვთავაზობენ რიგი სახელმწიფოები, მაშინ გამოდის, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება.

9 აპრილს ჩვენი ახალგაზრდების სისხლი დაიღვარა. ცვლილებების ავანგარდში ყოველთვის ახალგაზრდობა იდგა. დღესაც ასეა, საქართველო ახალი ეპოქის დასაწყისშია და ახალ ეპოქას ახლებურად გააზრება სჭირდება. ეს არის სწორედ უდიდესი პრობლემა ჩვენში. სამწუხაროდ, ის ახალგაზრდები, დემოკრატიის მთავარ საზომს – გამჭვირვალობას რომ აპროტესტებენ, სწორედ საბჭოთა ახალგაზრდებს დაამსგავსეს მათმა დამკვეთებმა. ეს კი საშინელებაა.

ქართველი ახალგაზრდები ყოველთვის უნდა იყვნენ 9 აპრილის სულისკვეთების, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს სწორედ ეს თავისუფლება გვაქვს შესანარჩუნებელი. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამკვიდრება მიმდინარეობს ახალ გეოპოლიტიკაში. ამ გზასაც ღირსეულად გავივლით და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაზეც დღევანდელი ახალგაზრდობა ოცნებობს, ეს არის – გამთლიანებული, ეროვნული და ევროპული საქართველო“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ევროკომისიამ ევროპარლამენტში წარადგინა დირექტივა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება
Next: „გრანტიჭამია ჭინკები იმდროინდელი საბჭოთა კოლონიის ჩანაცვლებას გვთავაზობენ ახალი, ევროსაბჭოთა კოლონიით“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.