Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკომისიამ ევროპარლამენტში წარადგინა დირექტივა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება

მარშალ პრესი 09/04/2024
eka sepashvili

ევროკომისიამ, ევროპარლამენტში განსახილველად წარადგინა ევროდირექტივა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან შესაძლო გავლენებს და ამ გავლენების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი ქვეყანა, სულ მალე, ამ დირექტივის ძირითადი მიზნების შესაბამის კანონმდებლობას მიიღებს თავიანთ ეროვნულ დონეზე, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი ან ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი “გამჭვირვალობის კანონს” აკრიტიკებს, ეს ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა და მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესს და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ.

“ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ასევე ევროკავშირის მხრიდან ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის კრიტიკა ჩვენ მიმართ, ამ შემთხვევაში არის ორმაგი სტანდარტების ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ეროვნული ინტერესი მნიშვნელოვანია, თქვენი, საქართველოსი – რადგან პატარა ქვეყანა ხართ, ამიტომ არ არის თქვენი ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანიო. რეალურად, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ჩვენ დიდი ხანია ამის მოწმე ვართ, თუმცა, ეს ორმაგი სტანდარტები მხოლოდ და მხოლოდ ანტიევროპულ განწყობებს უწყობს ხელს საქართველოში და ვფიქრობ, ეს დაუშვებელია.” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], ამიტომაც არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში
Next: აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაზეც დღევანდელი ახალგაზრდობა ოცნებობს, ეს არის – გამთლიანებული, ეროვნული და ევროპული საქართველო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.