მომღერალმა ლელა ვეფხვაძემ გადაცემა სიცრუის დეტექტორში სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა, რომელმაც 2 წლის წინ მას ბინა შეუძინა და 30 წლიანი ქირით ცხოვრებაც წარსულს ჩაბარდა.
“მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუსურვო საოცრად დიდი ბედნიერება. მან კიდევ არ იცის, რამხელა ბედნიერება მომანიჭა, რომ მე არ შემეშინდება, რომ ვიღაც მოვა და ჩემ შვილებს გარეთ გამოყრის.
ბინა მიყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე ვცხოვრობდი ქირით და უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებული მქონდა და ორი წელი კიდე უნდა მეცხოვრა. როცა კოვიდის პირველი პერიოდი დამთავრდა დამირეკა დიასახლისმა, რომ უნდა გავყიდო და დაცალე ბინაო. ეს ჩემთვის იყო შოკი, რადგან კიდევ ორი წელიწადი მშვიდად უნდა მეცხოვრა. გარდა ქირის გადახდისა, მე ყველგან ვერ მივალ, მეტროსა და სახლს შორის სიარული ჩემით უნდა მოვახერხო.
მე საერთოდ სოციალური ქსელის დიდი მომხმარებელი არასდროს არ ვყოფილვარ და იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დავწერე „როდემდე, ხომ შეიძლება ჩემი კატეგორიის ადამიანებს ჰქონდეთ ბინა და არ მოუწიოთ, რომ ვიღაცამ უთხრას დაცალე და წადი აქედან“. ამ სტატუსზე შევიძინე მეგობრები, რომლებიც სოციალური ქსელით მიგროვებდნენ ფულს, რომლებიც დაუკავშირდნენ ბიძინა ივანიშვილს და მან გამოხატა სურვილი, რომ ჩემთვის ეყიდა ბინა“- განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.
გადაცემაში მოწვეულმა ლელა ვეფხვაძის მეგობარმა, მოჰყვა, რომ მიწერა წერილი ბიძინა ივანიშვილს და მაშინვე დაუკავშირდა „ქართუ ფონდი“ პირადად ივანიშვილის დავალებით. მოძებნეს ბინა ვარკეთილის ტერიტორიაზე, სადაც ლელასთვის ხელსაყრელია და ადაპტირებულია იმ ტერიტორიასთან, შეარჩიეს 4 ოთახიანი ბინა და „ქართუ ფონდმა“ სრულად დააფინანსა.”- განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.
