Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ირაკლი ბერაია წარუდგინა

მარშალ პრესი 08/04/2024
05

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ირაკლი ბერაია წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა ირაკლი ბერაიას კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

Post navigation

Previous: ქვეყანაში შავი ფული დიდი რაოდენობით შემოდის და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდება, რაც უნდა გამოაშკარავდეს
Next: ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ არ იცის, რამხელა ბედნიერება მომანიჭა – ლელა ვეფხვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.