Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა “ნაცების” დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში – მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად “ნაცებიო”

მარშალ პრესი 08/04/2024
nino pochxua

მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ ალტერნატიული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას.

ექსპერტის თქმით, გახარიას პარტიის ინიციატივა, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდეს, დემოკრატიით შეფუთული განცხადებაა, თუმცა, მათ გუნდში ჰყავთ ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ისევე ფინანსდება უცხოელი დონორებისგან, როგორც გავლენიანი არასამთავრობოები.

“მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად ნაცებიო. ეს გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია თუ არა ნაცების დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში.
არ გამოვა დემოკრატიით შეფუთული განცხადებების კეთება, მითუმეტეს როცა გუნდში გყავს მეზვრიშვილი, რომელიც ზუსტად ისევე ფინანსდება, როგორც გიგაურები და ლომჯარიები.
ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კი ამ კანონის მიღება აუცილებელია და მოუწევს ყველას ამასთან შეგუება, რაც მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის შევსებით განისაზღვრება.
შავმა ფულმა დამოუკიდებელ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში არ უნდა იტრიალოს!” – წერს ნინო ფოჩხუა.

Post navigation

Previous: მთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო
Next: ფასიანი მონები ხართ, რომლებმაც 30 ვერცხლად საკუთარი სულებიც მიჰყიდეთ თქვენს პატრონს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.