Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო

მარშალ პრესი 08/04/2024
066

საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პრეზენტაციას გაეცნო.

ცესკოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს დეტალურად ესაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოს მზადების პროცესსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება არჩევნების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

ელექტრონული არჩევნები საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმირების კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში ახორციელებს.

Post navigation

Previous: 8 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსების დღეა
Next: გახარიასეული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა “ნაცების” დახმარება შავი ფულისთვის ბრძოლაში – მერე იტყვიან, სად ჩვენ და სად “ნაცებიო”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.