Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“მივმართავ ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს! ახლა, დაიწყება თითოეულ თქვენგანზე ბულინგის განხორციელება – ხათუნა ხოფერია

მარშალ პრესი 08/04/2024
khatuna

ხათუნა ხოფერია ქართველ ფეხბურთელებს მიმართავს, რომელიც ეხება კანონპროექტის ინიციატივას უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას:

“მივმართავ ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს! ახლა, დაიწყება თითოეულ თქვენგანზე ბულინგის განხორციელება! მოგმართავენ ერთი, უწყინარი კითხვით – თქვენ გინდათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება? – თქვენ, ასევე უწყინრად და აბსოლუტურად სამართლიანად უპასუხებთ, რომ გინდათ! ამას მოყვება თქვენი გამოცხადება ოპოზიციის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის მხარდამჭერად! მოყვება, თქვენი ჩათრევა პოლიტიკურ ანგარიშსწორებებში და პიარ-ტექნოლოგიებში! მოჰყვება, თქვენი ხელისუფლებასთან დაპირისპირების აგიტაცია… ანუ, ეს პოლიტიკური გვამები, მოინდომებენ თქვენ გამოყენებას საკუთარი აგენტურული და ანტიქართული პოლიტიკის, საქმიანობის გადასაფარად!

ბიჭებო, შვილებო, მაგარო ქართველებო, გთხოვთ უმორჩილესად, არ აჰყვეთ! არ უპასუხოთ! არ მისცეთ საშუალება, რომ თავის მართლების და საკუთარი პოზიციის დაცვის მდგომარეობაში გადაგიყვანონ! არ მისცეთ არავის საშუალება, რომ გამოგიყენონ!

მადლობა, ბიჭებო, რომ ხართ! მადლობა, სიხარულისთვის, სიამაყისთვის, ბედნიერი წუთებისთვის! მადლობა, მომავლის იმედისთვის!
ნუ დავიცავთ აგენტებს! დავიცვათ სამშობლო!”– წერს ხათუნა ხოფერია.

Continue Reading

Previous: ხაზარაძე-ჯაფარიძის მორიგი თაღლითური ბიზნეს-გეგმა – ჰოლანდიელი ბიზნეს პარტნიორი „ლელო“-ს ლიდერებს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას თხოვს – „იმედის კვირა“
Next: მათ არ აქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025