Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მათ არ აქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 08/04/2024
archil talakvadze

თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, რადიკალებმა ძალიან კარგად იციან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, სრულფასოვანი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არავითარი მექანიზმი არ არსებობს.

„ეს არის დამახინჯებული ინფორმაცია. სრულფასოვანი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არავითარი მექანიზმი ახლა არ არსებობს. მით უმეტეს, თავადაც ძალიან კარგად იციან – არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით.

თუ ვინმეს უნდა, სხვა სახელი დაარქვას ამ კანონს, შეგვიძლია სხვა სახელი დავარქვათ. ეს არის კანონი დემოკრატიის დაცვის შესახებ, რადგან დემოკრატია ინფორმირებული მოქალაქეების გარეშე არ არსებობს. მათ არ აქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

Continue Reading

Previous: “მივმართავ ჩვენ საამაყო ფეხბურთელებს! ახლა, დაიწყება თითოეულ თქვენგანზე ბულინგის განხორციელება – ხათუნა ხოფერია
Next: შინაარსში არ უნდა შევიდეთ, ეს არის რუსული კანონი – ზურაბ ჯაფარიძის ძმა გამჭვირვალობის კანონზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025