Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით მეგობრებს, საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიციირებულია ევროკავშირში

მარშალ პრესი 06/04/2024
mamuka mdinaradze

ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით მეგობრებს, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ, საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიციირებულია ევროკავშირში, ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის კომენტარს იმის შესახებ, რომ უცხოური ძალა არამეგობრულად ჟღერს. აქვე მან მაგალითად მოიყვანა სხვადასხვა ქვეყნები, სადაც მსგავსი კანონები მოქმედებს და დასვა კითხვა – რატომ არის ჩვენთან პრობლემა, რაც სხვაგან ასეთი კანონების მიღების აბსოლუტურად ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს?

მისივე თმით, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირერიცხოვან ერს არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა, ქართველ ხალხს ასე არ მიაჩნია.

„როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, კონკრეტული ადამიანებიდან თუ ოფიციალური სტრუქტურებიდან, მათ შორის მაგალითად ჩეხეთის ელჩისგან ვისმენთ განცხადებას, რომ უცხოური გავლენა, უცხოური ძალა ჟღერს არამეგობრულად, მაშინ მე ყველას შევახსენებ, მაგალითად, როგორ ჰქვია გაერთიანებულ სამეფოში კანონს – „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“, ევროკავშირში არათუ გავლენა, არამედ ნახსენებია ინტერესების წარმოდგენა, უფრო მეტი – „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნის დაწესება“, ავსტრალია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტში ჩანაწერები“, კანადა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“, საფრანგეთში დაინიცირებული კანონი – „უცხოური გავლენის დასაძლევად“ და არ წერია არსად არც რუსული ან სხვა ქვეყნების გავლენის დასაძლევად, ახალ ზელანდიაში სამად არის გაყოფილი ასეთი დიფერენციაცია – „საარჩევნო აქტი“, „დანაშაულების შესახებ აქტი“ და „კომპანიების შესახებ აქტი“, უკრაინა – „გარკვეული საკანონმდებლო აქტები შესწორების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებში“, ეროვნულ უსაფრთხოებაზეა აქაც აქცენტი, ამერიკის შეერთებული შტატები – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის“ აქტი და ა.შ.

ანუ, რატომ არის ჩვენთან პრობლემა, რაც სხვაგან ასეთი კანონების მიღების აბსოლუტურად ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს? თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირერიცხოვან ერს არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა, მე ასე არ მიმაჩნია, ქართველ ხალხს ასე არ მიაჩნია. ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით მეგობრებს, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რაც თავისთან აქვთ, რასაც თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიციირებულია ევროკავშირში, ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ არავისგან. შესაბამისად, ჩვენ უზრუნვევყოფთ, რომ ქვეყანა იმართებოდეს დამოუკიდებლად, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიერ, სუვერენიტეტი იყოს განმტკიცებული და ვერავინ შეძლოს, რომ შავი ფულით მოახდინოს გარკვეული კორექტივების შეტანა ამ ქვეყნის მართვაში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: მართალ კაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. ესე იგი, რაღაცას მალავენ. კითხვა სწორედ აქ გვაქვს – რას უმალავენ ქართველ ხალხს არა მარტო ჩვენი ენჯეოები, არამედ მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან
Next: ჩვენი მე-5 კოლონა ისეა წყობიდან გამოსული, არაადეკვატურ განცხადებებზე გადავიდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025