Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მართალ კაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. ესე იგი, რაღაცას მალავენ. კითხვა სწორედ აქ გვაქვს – რას უმალავენ ქართველ ხალხს არა მარტო ჩვენი ენჯეოები, არამედ მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან

მარშალ პრესი 06/04/2024
dimitri khundadze

„ფაქტია, ამხელა მასშტაბის მალვა სჭირდება დიდი მასშტაბის ტყუილს. გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შესაძლოა სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან კვალს დაგვაყენოს,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე კამპანიას, რომელიც სიმართლის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს დიდ დანაშაულთან, რომელიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების წინააღმდეგ.

„გუშინ და დღეს სპეცოპერაცია ხორციელდება სიმართლის წინააღმდეგ. ოპოზიციას და მათ ლობისტებს უცხოეთიდან შტურმი მიაქვთ ჩვენს ფეისბუქგვერდებზე. ყველა მასალას ბლოკავენ, რაც კი უკავშირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რატომ ეშინიათ ასე გამჭვირვალობის? რატომ ეშინიათ სიმართლის? მართალ კაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს.

ესე იგი, რაღაცას მალავენ. კითხვა სწორედ აქ გვაქვს – რას უმალავენ ქართველ ხალხს არა მარტო ჩვენი ენჯეოები, არამედ, მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან, რომლებიც შეშინებული სახეებით ერთმანეტის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს? რა არ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა? რატომ არის უცხოეთი პანიკაში? უკვე ჩვენც ძალიან დავეჭვდით – რა არის კიდევ იმის გარდა, რაც დაახლოებით ვიცით.

ესე იგი, საქმე გვაქვს კიდევ უფრო დიდ დანაშაულთან, რასაც საქართველოში ჩადიოდნენ და ჩადიან დღესაც, სხვა შემთხვევაში ასე პანიკაში არ იქნებოდნენ. ფაქტია, ამხელა მასშტაბის მალვა სჭირდება დიდი მასშტაბის ტყუილს. გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შესაძლოა სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან კვალს დაგვაყენოს. რაც უფრო მწვავდება შიშნარევი განცხადებები უცხოეთიდან, მით უფრო ძლიერდება ეჭვი ქართული ოპოზიციის, მათი ენჯეოების და უცხოელი ლობისტების ერთობლივ დანაშაულებზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Next: ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით მეგობრებს, საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიციირებულია ევროკავშირში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025