Skip to content
29/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან

მარშალ პრესი 17/05/2022
02

ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

„ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმები საჭიროა როგორც არასდროს“, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ბრიუსელში 1,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

Post navigation

Previous: ახლა ყველაზე დაბალი ხელფასი მაქვს 20 ათასი დოლარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მასშტაბია პატარა – ნიკა გვარამიას ინტერვიუ
Next: ვინც ერეკლე II-ს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია, ან რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.