დღეს ე.წ. ოპოზიციურ მედიაში და სოციალურ ქსელებში ნიკა გვარამიას მსხვერპლად წარსმოსაჩენად პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გააქტიურდნენ, ზოგიერთმა მათგანმა ნიკა გვარამია ლამის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირად გამოიყვანა. გთავაზობთ ამონარიდს ნიკა გვარამიას მიერ ჟურნალ “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუდან:
“– თქვენს ხელფასებზე ლეგენდები დადის და ისეთი სახლი, როგორიც გინდათ, რატომ არ გაქვთ?
– ახლა ყველაზე დაბალი ხელფასი მაქვს, რაც კერძო სექტორში მუშაობისას მქონია. გეთანხმებით, საქართველოს მასშტაბით დიდი ხელფასია 20 ათასი დოლარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მასშტაბია პატარა. კერძო სახლის ყიდვას ნამდვილად არ ჰყოფნის ვერც ეს ხელფასი.
ახლა საერთოდ არ მაქვს სახლი. კრედიტში მაქვს ჩადებული სახლი, რომელიც ვერ დავასრულე, რადგან რემონტისთვის სახსრები არ მეყო. ამჟამად თეთრი კარკასია. ვფიქრობ, გავყიდო და ცოტა უფრო პატარა ვიყიდო, რადგან ვერ გავწვდი. თან ცოტანი არ ვართ, სამი შვილი მყავს და შესაბამისად, მინდა, ყველას თავისი საძინებელი ჰქონდეს.
კერძო სახლში ვარ გაზრდილი და მიყვარს. შერჩეულიც მქონდა ერთი სახლი, მაგრამ ვერ გავწვდი, გაიყიდა და ძალიან დამწყდა გული. ეზო ჩემი სოხუმის სახლისას ჰგავდა.
მე ყველაფერი ნულიდან დავიწყე, ჩემთვის არავის არაფერი დაუტოვებია. ისე მოხდა, რომ დედამ და მამამ რაც შექმნეს, სოხუმში დატოვეს.
პირველად რომ სახლი ვიყიდე, უკვე 30 წელს ვიყავი გადაცილებული. მანამდე ვაკეში, სტუდქალაქში ვცხოვრობდით და მერე – ნაქირავებში. ახლაც ნაქირავებში ვცხოვრობ. სალაპარაკო გახდა, თორემ ჩემი ხელფასი ლეგენდარული სულაც არ არის.” – წყარო “სარკე”
ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეს...