Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა წაშალა პოსტი, სადაც ზურაბ ადეიშვილის ნიდერლანდების იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა ჩანს

მარშალ პრესი 02/04/2024
250

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა წაშალა პოსტი, სადაც ზურაბ ადეიშვილის ნიდერლანდების იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა ჩანს. სოციალურ ქსელ X-ზე კოსტინმა ახალი პოსტი დადო, რომლის ერთ-ერთი ფოტოდან ადეიშვილი ჩამოჭრილია.

საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, კონფერენციას “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის” დაესწრო.

როგორც ანდრეი კოსტინის მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, უკრაინის მხარემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრს უკრაინის მიმართ ნაჩვენები უდიდესი მხარდაჭერისთვის სამართლიანობის სწრაფვისკენ. აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლევან ქარუმიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: “როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი.”

Post navigation

Previous: სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო
Next: ესენი არიან მტრები, ჩვეულებრივი აგენტები – მიხეილ ყაველაშვილი ნაც.მოძრაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.