Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო

მარშალ პრესი 02/04/2024
09
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების სისტემები, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, დაიგება მწვანე საფარი და განთავსდება საპარკო ინვენტარი, რეკრეაციული სივრცე დაახლოებით 1700 კვ. მ ტერიტორიაზე განთავსდება, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტი, რომლის ღირებულება 496 000 ლარს შეადგენს, შემოდგომაზე დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, საკრებულოს უმრავლესობის წევრები და სამსახურის ხელმძღვანელები გაეცნენ.

Post navigation

Previous: რამდენი საქმეც სტრასბურგში წავიდა, თითქოს, ქართული სასამართლოს მიერ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო მიღებული, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კანონიერი
Next: უკრაინის გენერალურმა პროკურორმა წაშალა პოსტი, სადაც ზურაბ ადეიშვილის ნიდერლანდების იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა ჩანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.