Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა

მარშალ პრესი 30/03/2024
shalva papuashvili1

მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. ვეტინგის საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც კიდევ უფრო მიმყარებს ბოლო პერიოდში ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის თავმჯდომარე პატივისცემა გამოხატავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის და ქართველi მოსამართლეების მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც, სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა.

,მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. ვეტინგის საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც კიდევ უფრო მიმყარებს ბოლო პერიოდში ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს.

კიდევ ერთხელ მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.

სამწუხაროა, რომ, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.

საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც, სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

Post navigation

Previous: ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება
Next: უკვე სრულიად ნათელია, რომ ევროინტეგრაციის კეთილშობილი საფარველით მზადდება სპეცოპერაცია, რომ სასამართლოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ჩანაცვლდეს ბოლომდე გარედან მართვადი და ოპოზიციის მომხრე კლანით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.