Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება

მარშალ პრესი 30/03/2024
nino tsilosani

„მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება, წარმატება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში, გამარჯვება 2024 წელს“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკის განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე მაშინ გადადის, როდესაც საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს მასზე მიმართული და მასზე მორგებული მიდგომა.

„როდის გადადის პოლიტიკის განვითარება უფრო მაღალ ეტაპზე, როცა საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს მასზე მიმართული და მასზე მორგებული მიდგომა. როცა პოლიტიკის მიზანია გამოკვეთოს და წამოწიოს თითოეული ინდივიდი, ადამიანი, მისი შესაძლებლობების და უნარების მიხედვით. როცა ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანი და ამ რესურსების მაქსიმალურ მხარდაჭერას იწყებს. ქალები ჩვენი ქვეყნის 52 პროცენტს წარმოვადგენთ. ქალებს და კაცებს ერთად შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება, წარმატება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში, გამარჯვება 2024 წელს“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

Post navigation

Previous: პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყველა წევრს გილოცავთ წარმატებებს. თქვენმა საქმიანობამ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შექმნა იყო ნამდვილად სწორი და წარმატებული პროექტი
Next: სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.