Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც მივიღეთ სტუდენტებისგან, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ

მარშალ პრესი 29/03/2024
irakli kobakhidze

ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან  შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან.

„უკვე მე-2 შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან. განვიხილეთ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. წინა შემთხვევაში შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. დღეს გვქონდა შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ იმისათვის, რომ საბოლოოდ დავხვეწოთ ის პროგრამა, რომელსაც უკვე წარვადგენთ სექტემბრის თვიდან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც დღეს მივიღეთ სტუდენტებისგან. ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, –  განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა – პრემიერი
Next: მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა – პრემიერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025