Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა – პრემიერი

მარშალ პრესი 29/03/2024
irakli kobakhidze

საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაეროსთვის მიმართვა არის პატარა ტრიუკი, რომლითაც ცდილობს გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა.

ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ, კონკრეტულ შემთხვევაში. წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია თავიდან ვერ აირიდებს“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
Next: დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც მივიღეთ სტუდენტებისგან, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025