Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფეხბურთის ძალა გვაერთიანებს, ფეხბურთს კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია

მარშალ პრესი 29/03/2024
mikheil kavelashvili

მასობრივი სპორტის ხელშეწყობის და განვითარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებას მომზადებული აქვს საინტერესო გეგმა. ყაველაშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს სპორტული ქვეყანა და მხოლოდ პროფესიული სპორტის განვითარებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.

მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადების გეგმა არსებობს და ეს ინფრასტრუქტურა ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი.

„საქართველოს მთავრობას აქვს მაგარი პროექტი. დღევანდელ რეალობაში, აუცილებელია, გარემო და საზოგადოება მომზადებული იყოს იმისთვის, რომ არა მხოლოდ პროფესიული სპორტით ვიყოთ წარმოჩენილი, არამედ გავხდეთ სპორტული ერი და ამის პოტენციალი გვაქვს – რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესში. იმ გამოწვევასთან საბრძოლველად, რაც გვაქვს, მაგალითად ნარკომანიის სახით, თუ ალტერნატივა არ შესთავაზე ახალგაზრდობას, მხოლოდ დაჭერები და აკრძალვები არაა გამოსავალი.

საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მომზადებულია კარგი პროექტი, რომლის პრეზენტაციაც, შესაძლებელია არჩევნებამდეც მოხდეს. ყველა რეგიონში აუცილებლად იქნება გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენისათვის. 100 მილიონი დაიხარჯა მარტო ახალი სტადიონებისათვის – ქუთაისში გაკეთდა სტადიონი, მესხის სტადიონს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ა.შ.

საზოგადოება მზადაა გამოწვევებისათვის, გულშემატკივრობისთვის და ეს აჩვენა კიდეც, როცა მეთორმეტე მოთამაშედ იყო სტადიონზე წარმოდგენილი. ფეხბურთის ძალა გვაერთიანებს, ფეხბურთს კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია. ესაა სახე ფეხბურთის და არა ის უმსგავსობა, რაც „ვივამედთან” ხდება – დაიწყო ყველამ მაისურის ჩაცმა, არადა მისი (მიხეილ სააკაშვილი) დამსახურებაა, რომ ფეხბურთი ნადგურდებოდა თავისი ინფრასტრუქტურით და შედეგებიც შესაბამისი იყო,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: გამოჩნდა, რომ თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა – მაკა ბოჭორიშვილი
Next: ოპოზიცია გეგმავდა გამოეყვანა ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდა, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.