Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

გამოჩნდა, რომ თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა – მაკა ბოჭორიშვილი

მარშალ პრესი 29/03/2024
maka bochorishvili

გვარამიასა და მედია თავისუფლებას შორის ტოლობის ნიშანივით დაისვა, თითქოს გვარამიას თავისუფლება მედიის თავისუფლებას ნიშნავდა და ამ საქმის სწორი გადაწყვეტილება – მართლმსაჯულებას. გამოჩნდა, რომ თურმე ქართული მართლმსაჯულება მართალი ყოფილა. ახლა კითხვის ნიშნებს ევროპის მართლმსაჯულების კეთილსინდისიერებაზე სვამენ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმე წარმოებაში არ მიიღო.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ მართლმსაჯულება და სამართალი. ისინი აცხადებენ, რომ მე ვარ სახელმწიფო, მე ვარ სამართალი, მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს და მე როგორც მგონია მართალი ასე უნდა იფიქროს ყველა მოსამართლემ საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაცო. მაშინ რა აზრი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოზე საუბარს და სტრუქტურების შექმნას, თუ გვარამიას განცხადებით შეუძლია კითხვის ნიშანი დასვას ყველაფერზე?! აქ გვარამიას განცხადება არ არის ამოსავალი წერტილი, აქ მთავარია, რომ ასეთი განცხადებებით ჩვენს ქვეყანაზე, მართლმსაჯულებასა და ყველაფერ იმაზე, რაც სამართლებრივ სახელმწიფოს უკავშირდება, კითხვის ნიშნები ჩნდება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისი საქმით მიდის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად აინტერესებს

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

Post navigation

Previous: რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შეიძლება არ ვიყო თავისუფალი? – გიჟივით თავისუფალი ვარ – ინგა გრიგოლია გიორი გახარიას (ვიდეო)
Next: ფეხბურთის ძალა გვაერთიანებს, ფეხბურთს კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.