Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი – პატრიარქი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე

მარშალ პრესი 28/03/2024
ilia meore

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მისალოც წერილში ნათქვამი.

როგორც წერილშია აღნიშნული, მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას.

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ. მამაშვილური სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია პატრიარქის მისალოც წერილში.

Continue Reading

Previous: ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ – კახა კალაძე
Next: ჩვენი დღევანდელი სასამართლოს პრესტიჟი კიდევ ერთხელ დაიცვა სტრასბურგის სასამართლომ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025