Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ – კახა კალაძე

მარშალ პრესი 28/03/2024
kakha kaladze

ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გამარჯვების გემო. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა კიდევ გაიზარდოს, კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ერთი თამაშის მოგება, არამედ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„შეიძლება საბერძნეთს რომ მოეგო, მათთვის ყოფილიყო ერთი რიგითი თამაშის მოგება, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატზე ბევრჯერ გასულან, ბევრჯერ უთამაშიათ, მაგრამ ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გუშინდელი გამარჯვება ხვალინდელი საქართველოსთვის იყო უმნიშვნელოვანესი. ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გამარჯვების გემო. რომელმაც იცის წარმატების გემო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, უამრავი პრობლემა გვქონდა, დაწყებული 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დღესაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყანა, მშვიდობა შევინარჩუნოთ. რომ არა მშვიდობა, რომ არა სიმშვიდე, ეს შედეგიც არ იქნებოდა. ამიტომ იმასაც მნიშვნელობა აქვს ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებს, როგორი დამოკიდებულება აქვს სპორტის მიმართ, როგორი მიდგომები აქვს ქართული ფეხბურთის მიმართ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგს. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა კიდევ გაიზარდოს, კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს. ეს ჩვენ, ქართველებს გენში გვაქვს, სპორტი, ფეხბურთის თამაში. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. უბრალოდ კიდევ უფრო მეტად უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის, უნიჭიერესები ვართ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: ოც-ოცი კაცი დააყენეს და რა მოხდა იცით იქ? უცებ ადის პრემიერი სცენაზე და ჩემთან ძალიან ახლოს რაღაც პატარა ჯგუფი, რომელსაც ხალხმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა გაოგნებულმა გახედა
Next: მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი – პატრიარქი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025