Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 26/03/2024
06

საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.

ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

Continue Reading

Previous: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს
Next: თუ დღეს საქართველო საბერძნეთს მოუგებს, ანა წითლიძე მზად არის, რომ მამუკა მდინარაძეს საჯაროდ ჩაეხუტოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025