Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

მარშალ პრესი 26/03/2024
mtavroba

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის  71-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს.

სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში. აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უახლოესი მომავლისთვის საქართველოს მთავრობის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტური ღონისძიებები.

Post navigation

Previous: სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი არ მიიღო
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.