ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ხდება, რა მუხტის აგორებასაც ცდილობენ განწირული მცდელობაა, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვებზე. ვიღაცეები თვლიან, რომ ნორმალურია, რომ სააკაშვილს, რახან პოლიტიკოსია, აქვს უფლება, თავი დაიხსნას მართლმსაჯულებისგან, თუმცა, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლება დანარჩენ 9000 პატიმარს. იგივეა მედიასაშუალებებში მოღვაწეობა, თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა – ამის შესახებ POSTV-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ გაიხსენა განცხადებები რუსთავი 2-ის დავასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ომბუდსმენის განცხადება იმის შესახებ, რომ ამ საქმეს ევროსასამართლოში დიდი პერსპექტივები აქვს. „ფაქტია, რომ ეს სცილდება მის ჩარჩოებს. ის აკეთებს კონკრეტულ განცხადებებს, მოწოდებებს შეწყალებასთან დაკავშირებით და განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დიდი პერსპექტივები აქვს. არავის პასუხი არ უგია საზოგადოების წინაშე, მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ისინი ტყუილით კვებავდნენ საზოგადოებას“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში ცუდად არის გამჯდარი ინდულგენციის თემა და ამის შემოქმედები, ამ სინდრომის დამამკვიდრებლები ნაციონალური მოძრაობის მესვეურები არიან. „როდესაც პოლიტიკოსის, ან კრიტიკული მედიასაშუალების მიმართ რაიმე სამართალწარმოება ან მსჯავრდება მიმდინარეობს, იქ განსაკუთრებული ინტერესია, ასეთ საქმეში არ შეიძლება მიფუჩეჩება და სტანდარტი, რომლითაც უნდა წარმოებდეს ეს საქმე, უნდა იყოს უმაღლესი. ის, რაც დღეს ნაწილობრივ თქვა აშშ-ს ელჩმაც, მან პირდაპირ კი ვერ გამორიცხა შესაძლებლობა, მან თქვა, რომ კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს და ეს არის მართებული შეფასება. კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს, ხომ არ არის სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება ისეთი, რომელიც არ იქნებოდა, რომ არა პოლიტიკოსობა პირისა, რომლის მიმართაც სამართალწარმოება მიმდინარეობს, ან მედიასაშუალება, რომელიც კრიტიკულია, ანუ, რომ არა ეს ფაქტორი, გადაწყვეტილება თუ მაინც იგივე იქნებოდა, ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე, გამოირიცხება“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, კერძო კომპანიაში რომ რომელიმე დირექტორმა ასეთი რამ რომ გააკეთოს, არ გონია რომელიმე ქვეყნის სამართალი ამას შეიწყნარებდა და იტყოდა, რომ ეს არის ლეგიტიმური. „ვიდრე არ გაქვს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, რატომ გგონია, რომ ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომ არა კრიტიკულ მედიასაშუალებაში აქტიური მოღვაწეობა ან პოლიტიკოსობა, სხვაგვარი იქნებოდა მიდგომა, თუ პასუხი არ გაქვს როგორ შეიძლება აკეთო განცხადება, რომ მოგწონს რომელიმე პოლიტიკოსი, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გამოდის, რომ ჩვენ ვართ განწყობილნი პოლიტიკოსების მიმართ და არ გვაინტერესებს მიზეზი. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები პოლიტიკური ინცინუაციებით შეეცდებიან ეს გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მერკანტილური მიზნების განსახორციელებლად, შეეცდებიან გამოაცხადონ ადამიანი პოლიტდევნილად მარტო იმიტომ, რომ რაღაც ქულები დაიწერონ. ვერ შეძლებენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, გარდა იმისა, ვინც ბრმად ენდობა ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკურ ჯგუფს, ან ხელისუფლებაში მოყვანის მერკანტილური ინტერესი აქვს, ვერ დაარწმუნებენ საზოგადოებას იმაში, რომ რომ არა მედიასაშუალებაში მოღვაწეობა ან პოლიტიკურად აქტივობა, სახელმწიფო ვალდებული იყო თვალი დაეხუჭა ასეთ დანაშაულზე. შესაბამისად, ასეთ დროს არც უნდა მოელოდნენ, რომ საზოგადოების მხრიდან ტალღის აგორების მცდელობა იქნება. მაქსიმუმ ჭიქაში შეძლებენ ქარიშხლის მოწყობას, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ეს ვერ იქნება ძალამოსილი აქტივობა“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ბიუროკრატიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შთამბეჭდავია, რაც მსოფლიო ბანკმა შესაბამის ინდექსში...