Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აღნიშნული ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ეს ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენონ

მარშალ პრესი 25/03/2024
tamta megrelishvili

„ხელი მოეწერა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე.“– წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონზე.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ეს ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენონ.

“19 აპრილის შეთანხმების” ანულირების მიუხედავად, მედიატორის დაჟინებული იდეა ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ განწესება ქართული კანონისათვის არაორგანული აღმოჩნდა და ოპოზიციისთვის არჩევნების შედეგების არაღიარების ღია იარაღად იქცა.

ცესკომ ეს სამართლებრივი ხარვეზი და “ცდა” საკუთარ თავზე თითქმის 3 წლის განმავლობაში ატარა დღეს კი ხელი მოეწერა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე. შესაბამისად აღნიშნული ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ეს ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენონ. ლოგიკურია მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ხელისუფლება ვერ და არ დაუშვებს. ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებას” ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მიანიჭა.“-წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილმა, დღეს, PACE-ს სოციალური საკითხების, ჯანდაცვის და მდგრადი განვითარების კომიტეტს წარუდგინა ანგარიშის პროექტი „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება”
Next: „ქურდს რა უნდაო და ბნელი ღამეო“, რატომ არ უნდათ გამჭვირვალობა, გასაგებია – სოზარ სუბარი არასამთავრობოებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.