Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა, დღეს, PACE-ს სოციალური საკითხების, ჯანდაცვის და მდგრადი განვითარების კომიტეტს წარუდგინა ანგარიშის პროექტი „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება”

მარშალ პრესი 25/03/2024
pace

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს დელეგაციის და PACE-ს სოციალური საკითხების, ჯანდაცვის და მდგრადი განვითარების კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა, დღეს, კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინა ანგარიშის პროექტი „ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი: რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება”.

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი ევროპის ერთ-ერთი მრავალმხრივი განვითარების ბანკია, რომელიც ფოკუსირებულია სოციალურ განზომილებაზე და მიზნად ისახავს სოციალური ერთიანობის ხელშეწყობას. ბანკი ფინანსურად დამოუკიდებელია. ამჟამად მისი წევრია 43 ქვეყანა. საქართველო ბანკის წევრია 2007 წლის 10 იანვრიდან. 2022 წლის ბოლოს, ბანკში გაწევრიანდა უკრაინა.

უკრაინის გაწევრიანების შემდეგ, საჭირო გახდა ბანკის კაპიტალის გაზრდა და ბანკის ოპერაციების გაფართოება. შესაბამისად, შემუშავდა, 2023-2027 წლის „სტრატეგიული ჩარჩო“, რომლის ფარგლებშიც იმოქმედებს ბანკი. რეიკიავიკის სამიტზე, რომელიც 2023 წლის 16-17 მაისს გაიმართა, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა აღნიშნეს, რომ ბანკს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უკრაინის რეკონსტრუქციაში.

წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ბანკს, ფოკუსირება მოახდინოს კლიმატის ცვლილებით და გარემოს დეგრადაციის შედეგად გამოწვეულ სოციალურ საკითხებზე. ეკა სეფაშვილის ანგარიში მიმოიხილავს ბოლო ორი წლის განმავლობაში ბანკის საქმიანობას. ანგარიშში ხაზგასმულია ის გამოწვევები, რომელიც რეიკიავიკის დეკლარაციის აღსრულებას ახლავს თან. ანგარიშში, ასევე, წარმოდგენილია გეგმა, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ბანკი ამ მიზნების მისაღწევად. ეკა სეფაშვილი შეხვედრებს გამართავს ბანკის წარმომადგენლებთან ანგარიშის შემდგომი დახვეწის და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

Continue Reading

Previous: სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
Next: აღნიშნული ცვლილება დესტრუქციულ ოპოზიციას მოუსპობს შესაძლებლობას, ეს ცუდი გამოცდილება რადიკალიზმის წახალისებისა და ქვეყნის დაზიანებისათვის გამოიყენონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025