Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას – მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ე.წ ვეტინგზე

მარშალ პრესი 25/03/2024
giorgi mikautadze

ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მოსამართლის შემოწმების ნებისმიერი მოდელი, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით სასამართლოს ხელისუფლების ჩანაცვლებას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს იმ მიღწევებზე, რომელიც დღეს არსებობს.

„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ იმას, რომ ერთი ხელის მოსმით, ამ რადიკალი პოლიტიკოსებისა და NGO-ების ჩარევით, გაურკვეველი ექსპერტებისა და უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობით დავანგრევინოთ ეს მიღწევები“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. ეს არის რიგით 32-ე შეხვედრა, რომელიც ემსახურება იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების არჩევას. იმსჯელებენ ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც.

Post navigation

Previous: საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ამერიკის საიმედო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში
Next: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა არმია წალენჯიხიდან დაიძრა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.