Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ამერიკის საიმედო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში

მარშალ პრესი 25/03/2024
archil talakvadze

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის [ამერიკის] საიმედო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში იყო თანამშრომლობის ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი, რეფორმები, პროგრამები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის უჭერდა მხარს და, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრესი სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში საშუალებას მისცემს მხარეებს მეტი გააკეთონ ორმხრივი ინტერესებისთვის.

„მით უმეტეს ახლა, როცა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები არის გაზრდილი, ხოლო საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი როლი და ღირებულება, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა და ეკონომიკური ჰაბის, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: კი არ მომიკლეს მარტო, დამიტანჯეს შვილი. შვილის დატანჯვას მე, მამა, ვერ ვაპატიებ – თამაზ მოლაშვილი
Next: ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას – მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ე.წ ვეტინგზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.