Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უბრალოდ, დაფიქრდით და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?

მარშალ პრესი 24/03/2024
davit kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ამ რამდენიმე ხნის წინ ქართული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, დიდი ოდენობით ტროტილის გადატანის ფაქტის აღკვეთას იხსენებს.

„რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინათ თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად, განკუთვნილი ტვირთი,“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი. ქართველიშვილი სვამს კითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება? „რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე, 150-მდე დაღუპულზე და დასახიჩრებულზე აქამდე არაფერი თუ არ დამიწერია, იმას არ ნიშნავს, რომ არ ვგმობ მშვიდობიან მოსახლეობაზე ნებისმიერ მსგავს ვერაგობას და ტრაგედიას.

უბრალოდ მეორე დღეა აი რაზე ვფიქრობ: რა ფორმით განხორციელდება რუსეთის მხრიდან შურისძიება, დიმიტრი მედვედევის ცნობილი განცხადების (“სიკვდილი სიკვდილის წილ”) შემდეგ და რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინა თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად, განკუთვნილი ტვირთი. უბრალოდ ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ, ამ ტროტილით რუსეთის რომელიმე სტადიონი ან საკონცერტო დარბაზი რომ აეფეთქებინათ და აღნიშნული აქტის გეოგრაფია (უკრაინა-საქართველო-რუსეთი), რომ გაცხადებულიყო.

ან წარმოიდგინეთ, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც საქართველომ მსგავსი გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა, კრასნოგორსკის “კროკუს სითი ხოლში” ვიღაცის ბოროტმა განზრახვამ “გეგმა В” მოიყვანა სისრულეში. უბრალოდ, დაფიქრდით ამაზე და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?“ – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად, მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: არ გნებავთ კანონი? დაარქვით ამერიკულს რუსული? მაშინ თავად დადეთ, რაში იხარჯება ფული – მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025