Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად, მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 24/03/2024
5050

ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არჩილ თალაკვაძე, ვასილ ჩიგოგიძე, რიმა ბერაძე, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე.

შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე.  აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილია, მმართველმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რისთვისაც უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება.

საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა, რომ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა გურიაში, შევხვდი პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა რეგიონში ჩავდივართ, რათა მოვამზადოთ პარტია არჩევნებისთვის. ეს არჩევნები ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება. გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენი საამაყო გურულები მოტივირებულები არიან, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც.

ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რომელიც შარშან და შარშანწინ იყო,  მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე  არსად წასულა, ამიტომ საჭიროა, გონივრულად, მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: პოლიტიკური პარტიები მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილი სქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით უცხოეთიდან ფინანსდებიან და ამ ფინანსებს პირდაპირ პოლიტიკურ მიზნებს ახმარენ
Next: უბრალოდ, დაფიქრდით და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025