Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი

მარშალ პრესი 24/03/2024
zelenski

ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირლები უბრალოდ ცდილობენ, ეს სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი შემოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს და მათ ადანაშაულებენ. მათ ასიათასობით ტერორისტი მოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ, რა ხდება მათ ქვეყანაში. გუშინ ეს ყველაფერი მოხდა და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეხედა, მათთვის მიემართა, ერთი დღის განმავლობაში გაჩუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ასიათასობით რუსი, რომელიც ახლა უკრაინის მიწაზე კვდება, საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად.

„რუსები თუ მზად არიან, „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან, ცდილობდნენ მიმალვას და ისინი უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პუტინმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად.

Post navigation

Previous: მხარი უნდა დაგეჭირათ რეზოლუციისთვის! – კობა სუბელიანი ნაც.მოძრაობას
Next: დაკავებულია 11 ადამიანი, რომლებიც უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სადაც მათთვის მომზადებული იყო “ფანჯარა” საზღვრის გადასაკვეთად – ვლადიმერ პუტინი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.