Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მხარი უნდა დაგეჭირათ რეზოლუციისთვის! – კობა სუბელიანი ნაც.მოძრაობას

მარშალ პრესი 24/03/2024
koba subeliani

“მხარი უნდა დაგეჭირათ რეზოლუციისთვის!!! რა მნიშვნელობა აქვს ტექსტი ქოცმა წარადგინა თუ ლეიბორისტმა როცა საქართველოს ეხება და კარგი ტექსტია?!”– წერს სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი და ნაც.მოძრაობის წევრებს მიმართავს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციის ინიცირებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელშემშლელი ფაქტორი იყო „უკრაინის დელეგაციის პოზიცია და ოპოზიციონერი წევრები“.

საქართველოს „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე მმართველი პარტიიდან ხუთი დეპუტატი წარმოადგენდა, ოპოზიციიდან კი ოთხი: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანი წითლიძე და თამარ კორძაია.

„ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ჰქონდეს მხარდაჭერა. ინტერესი არის ერთადერთი – როდესაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რაიმე ფორმატი ან რაიმე პლატფორმა იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, მაშინ ისინი მომართული არიან და მზად არიან ყოველთვის, ეს გააკეთონ“, – უთხრა ჟურნალისტებს მაკა ბოჭორიშვილმა, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

 

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება
Next: ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.