Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება

მარშალ პრესი 23/03/2024
david kartvelishvili

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის დაფინანსების გაუმჭვირვალობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ ამ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გამჭვირვალობის კანონის უკან გამოწვევითა და თითქოსდა ტაქტიკური “მარცხით”, საქართველოს სტრატეგიული გამარჯვებისკენ იქნა გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. “ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ ამ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება.

ერთი წელიწადი, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ “გლობალური ომის პარტიის” ადგილობრივ მარიონეტებს “ხალხის ძალისა” და ხელისუფლების მხრიდან, დაგეგმილი ესკალაციისა და სისხლისზღვრის თავიდან აცილების მიზნით გადადგმული ნაბიჯი შეეფასებინა: გამჭვირვალობის კანონის უკან გამოწვევითა და თითქოსდა ტაქტიკური “მარცხით”, საქართველოს სტრატეგიული გამარჯვებისკენ იქნა გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს გამარჯვება გადის ყველა იმ პოლიტიკურ ნაბიჯზე, რომლის გადადგმა პირდაპირ არის დაკავშირებული “ხალხის ძალასთან” და აუცილებლად იქნება ხორცშესხმული: ნაცმოძრაობის პოლიტიკური გასამართლება, სამშობლოს მოღალატეებისათვის მათთვის განკუთვნილი მუხლის დაბრუნება სსკ-ში, ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა, დეზინფორმაციის და ცილისწანების ძვირადღირებულ კატეგორიაში საკანომდებლო გადაყვანა და დიახ, ამ მავნებლების გამჭვირვალობის შესახებ კანონის რეანიმირება.”- წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს სტაჟირების პროგრამა, არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას – ირაკლი კობახიძე სტუდენტებს
Next: განათლებული ახალგაზრდა ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია, ასე რომ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდებზე გათვლილი პოლიტიკა მისაბაძი და საჭიროა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.